ინფოწიგნიერება

Thursday, October 26, 2017

Amazon Key - ახალი სერვისი ამაზონისგან


Amazon Key - ახალი სერვისი ამაზონისგან

ამაზონმა ციფრული სახლისთვის ახალი სერვისი Amazon Key წარადგინა. სერვისი საშუალებას აძლევს კურიერებს, სხვადასხვა მომსახურე პერსონალს, შევიდნენ თქვენს სახლში გასაღებისა და თქვენი თანდასწრების გარეშე.
ამავე დროს, ის სრულ უსაფრთხოებას გვპირდება.

Friday, April 21, 2017

დეველოპერის ყოველდღიური ცხოვრება (ნაწილი I)



ასე გაგვაცნო და დაგვიხატა ერთ-ერთმა პროგრამისტმა  დეველოპერების ყოველდღიური ცხოვრება: 

Friday, February 3, 2017

19 მარტივი რჩევა პროდუქტიული დღისთვის

ალბათ, თქვენთვისაც ნაცნობია მდგომარეობა, როდესაც მუდმივად დაძაბული ხართ იმის გამო, რომ რაღაც გაქვთ გასაკეთებელი. 
დრო არასდროს გყოფნით და გროვდება უამრავი გადადებული საქმე „ამას მერე მივხედავ“ მიზეზით თუ გამართლებით.  
შედეგად: აურზაური სამსახურში, აურზაური სახლში და აურზაური თავში. 

იმისათვის, რომ ყველაფერი დავალაგოთ ცოტა მონდომება და ძალისხმევაა საჭირო, თუმცა კმაყოფილების და სიმსუბუქის შეგრძნება, რომელსაც  კარგად შესრულებული და დასრულებული სამუშაოს შემდეგ მიიღებთ, ამად ნამდვილად ღირს. 

Wednesday, February 3, 2016

მამა-შვილმა Google-ს არასტანდარტული მეთოდით გაუგზავნა შეკითხვა და პასუხმაც არ დააყოვნა


მამა-შვილი ტიმი და მაიკლი იმყოფებოდნენ საზაფხულო ბანაკში, როდესაც მათ დასჭირდათ ინფორმაცია სიტყვაზე Deichhörnchen. რადგან ინტერნეტი არ ჰქონდათ, გადაწყვიტეს შეკითხვა Google-ისთვის გაეგზავნათ არასტანდარტული მეთოდით  ფოსტით. ხელით დაწერილი წერილი ჰამბურგში გააგზავნეს და კვირაზე ნაკლებ დროში მათ მოუვიდათ პასუხი, რომელიც ასევე ხელით იყო დაწერილი. 

Thursday, January 28, 2016

Facebook Messenger-ის 4 ხრიკი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

Facebook Messenger-ის შესაძლებლობები თანდათან უფრო იზრდება, იხვეწება და გვთავაზობს ბევრ საინტერესო ფუნქციას.
წარმოგიდგენთ 4 ხრიკს, რომელთა გამოყენება შეიძლება ჯერ არ გიცდიათ და რომელიც თქვენს მიმოწერას უფრო მოსახერხებელსა და საინტერესოს გახდის.

  • მიმოწერის დროს ცვალეთ Like ნიშნის ზომა, მოწონების ხარისხის გამოსახატავად

Monday, January 11, 2016

Facebook მეგობრებისთვის და Facebook ნაცნობებისთვის



ალბათ, თქვენთვისაც, ისევე როგორც Facebook მომხმარებლების უმეტესობისთვის, სოციალურ ქსელში კონფიდენციალურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. Facebook-ი კიდევ უფრო ეფექტურს ხდის კონფიდენციალურობის ფუნქციას და საშუალებას გაძლევთ შექმნათ სია და სურვილისამებრ გამიჯნოთ ერთმანეთისგან ნამდვილი მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები.

გადადით თქვენს "მეგობრებში"(Friends), აირჩიეთ სასურველი ადამიანი და დააჭირეთ მისი ფოტოსა და სახელის გვერდით წარწერას „მეგობრობთ“(Friends), ჩამონათვალიდან კი აირჩიეთ „ნაცნობები“(acquaintances).


Monday, December 14, 2015

უფრო სასარგებლო, ვიდრე თქვენ გგონიათ!

მობილური ტელეფონი და სმარტფონი უფრო და უფრო საჭირო ნივთია ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
ალბათ, მათი ძალიან ბევრი ფუნქცია თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია. თუმცა, არსებობს უამრავი ხრიკი, რომლის შესახებაც შეიძლება არც გსმენიათ.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ისწავლით რამდენიმე საჭირო ხერხს თქვენი ტელეფონისა და სმარტფონის ბოლომდე გამოყენებისთვის.