ინფოწიგნიერება: June 2015

Monday, June 29, 2015

საჯარო URL Google Photos თითოეული ფოტოსთვის


Google Photos ყველა თქვენს ფოტოს ანიჭებს საჯარო URL-ს და ეს პაროლზე მეტად უსაფრთხოა.





ერთი თვის წინ, როცა გამოვიდა Google-ის ახალი სერვისი Photos მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ კონფიდენციალურობის პარამეტრების მიუხედავად, ყოველ ვიდეოს და ფოტოს ჰქონდა მისამართი ქსელში, ხელმისაწვდომი ავტორიზაციის და Google-ის ანგარიშის გარეშეც.  


რატომ არის საჯარო URL ბევრად უსაფრთხო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს? The Verge-მა გაარკვია, რომ ეს დაუცველობა არ არის, პირიქით, ასეთი URL ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე თქვენი ანგარიშის პაროლი, რადგან პაროლისგან განსხვავებით, ფოტოს URL შედგება დაახლობით 40 სიმბოლოსგან და ამ კომბინაციის ამოცნობა პრაქტიკურად შეუძლებელია. 



წყარო:  theverge.com

ახალი Facebook Uploader



მალე Facebook დაგეხმარებათ, თქვენი ყველა ფოტო სახალისო და საინტერესო გახადოთ. 

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ Facebook ტესტავს ახალ Snapchat-style ფუნქციას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაამატოთ ფილტრები, ტექსტი და სტიკერები თქვენს ფოტოებს. 

ეს ფუნქცია უკვე მოწმდება iOS მომხმარებლების ნაწილთან და მათ შესაძლებლობა აქვთ, ფოტოებს დაამატონ Instagram-ის სტილის ფილტრებიც, როგორიცაა Vintage, Summer და ა.შ.




Facebook სივრცეში ეს ფუნქცია სტანდარტული ფილტრებით და სტიკერებთ უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ახალი შესასძლებლობები, როგორიცაა მაგალითად ნებისმიერი ფერის ტექსტი, ფუნქციას უფრო პოპულარულს გახდის.


წყარო: techcrunch.com
               gizmodo.com

Friday, June 26, 2015

Lexus-მა მფრინავი სკეიტბორდი Hoverboard-ი დააანონსა



1989 წელს გამოვიდა საკულტო ტრილოგიის „უკან მომავალში“ მეორე ნაწილი, რომელიც გვიამბობდა მარტი მაკფლაის და დოკის მოგზაურობაზე მომავალში 2015 წელს. მომავლის ქალაქმა უამრავი ტრენდი წარადგინა, რომლებიც არ განხორციელებულა რეალურ ცხოვრებაში. ფილმში იმ დროის მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მიღწევა ჰოვერბორდია - მფრინავი სკეიტი.

დღეს კი საქმეში ჩაერთო ავტომობილების მწარმოებელი Lexus, რომელიც „ნამდვილი ჰოვერბორდის“ წარდგენას გვპირდება.

როგორც ცნობილია, მოწყობილობაზე 18 თვე მუშაობდნენ სხვადასხვა ჯგუფები გერმანიიდან და ინგლისიდან. თვითონ ჰოვერბორდს ახლა ტესტავს „ნამდვილი სკეოტბორდისტი ბარსელონაში“, თუმცა, როგორც Lexus-ში აცხადებენ, მისი უნარები ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან „ეს პრინციპულად სხვა გამოცდილებაა“.

სხვა ინფორმაცია ჰოვერბორდის შესახებ ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით მწარმოებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დიზაინზე ამახვილებს და არა ტექნიკურ დეტალებზე.

დამატებით ცნობებს ჰოვერბორდის შესახებ „უახლოეს კვირებში“ გვპირდებიან.



იხ. ვიდეო




გაიგეთ, რომელი სიმღერა იყო პოპულარული თქვენს დაბადების დღეს


საიტი Playback.fm საშუალებას გაძლევთ დაბრუნდეთ წარსულში და ნახოთ, თუ რომელი სიმღერა იყო ჰიტ-აღლუმის მწვერვალზე თქვენს დაბადების დღეს.

ხომ საინტერესოა როგორი აკომპანიმენტის თანხლებით მოვევლინეთ ქვეყანას? :)

სერვისის გამოყენება ძალიან მარტივია - შეიყვანეთ თქვენი დაბადების თარიღი, დააჭირეთ ღილაკს და დატკბით შედეგით.




საიტი thisdayinmusic.com ასევე გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ ჩვენი დაბადების დღის ტოპ სიმღერა, თუმცა ზემოთ ხსენებული აპლიკაციისგან განსხვავებით, აქ შეგიძლიათ ქვეყანაც მიუთითოთ (აპლიკაცია სულ ხუთი ქვეყნის ჰიტებს გვთავაზობს).

როგორც აღმოჩნდა, ადამიანები ხშირად ინტერესდებიან „საკუთარი სიმღერით“, რაზეც უამრავი მსგავსი აპლიკაციის არსებობა მეტყველებს.

იმედია, თქვენც იპოვით თქვენს სიმღერას :)

მსგავსი საიტები:   birthdayjams.com 
                                  thisdayinmusic.com/birthdayno1
     

Thursday, June 25, 2015

ელფოსტის გაგზავნის გაუქმების ღილაკი Gmail-ზე


გინატრიათ ოდესმე, რომ ელექტრონულ ფოსტას ჰქონოდა გაგზავნის უარყოფის ღილაკი?

#Gmail ეს ექსპერიმენტული ფუნქცია უკვე ექვსი წელია აქვს. ახლა კი Google-ის ახალ პორდუქტს Inbox-საც დაემატა. 

1. ინსტრუქცია, თუ როგორ გაააქტიუროთ ღილაკი Gmail-ის ელფოსტაში:
  • დააჭირეთ ნიშანს
  • აირჩიეთ Settings
  • ქვემოთ დაინახავთ Undo Send. დააწკაპუნეთ Enable.
  • აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პერიოდი 5, 10, 20 ან 30 წამი. ამ ხნის განმავლობაში თქვენ გაქვთ საშუალება, არ გააგზავნოთ სხვისთვის განკუთვნილი წერილი სულ სხვა ადრესატტთან. 
  • დარწმუნდით, რომ ქვევით დააჭირეთ ღილაკს Save Changes.
2. ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ გააქტიუროთ ღილაკი Gmail Inbox-ში

      

წყაროები: thenextweb.comsupport.google.com

სასოწარკვეთილი ქალბატონისა და ტექმხარდაჭერის მიმოწერა




წერილი:

ძვირფასო ტექმხარდაჭერა!

წლის დასაწყისში ბოიფრენდ 5.0 განვაახლე ქმარ 1.0-ით და შევამჩნიე სისტემის საგრძნობი შეფერხება. ეს განსაკუთრებით ეხება აპლიკაციას ყვავილები და ძვირფასეულობა, რომლებიც იდეალურად მუშაობდნენ ბოიფრენდ 5.0-ის დროს.

გარდა ამისა, ქმარ 1.0-ში არ აღმოჩნდა ისეთი სასარგებლო პროგრამები, როგორიცაა რომანტიკა 9.5 და პირადი ყურადღება 6.5. სანაცვლოდ, ჩაირთო უამრავი არასასურველი პროგრამა, როგორიცაა პრემიერ ლიგა 5.0, ნაციონალური ჰოკეის ლიგა 3.0 და ბილიარდი 4.1.

ურთიერთობა 8.0-მა შეწყვიტა მუშაობა და სახლის დალაგება 4.6-ის ჩართვის მცდელობა ანგრევს მთელს სისტემას. ვეცადე ჩამერთო წუწუნი 5.3, მაგრამ არ გაამართლა.

რა გავაკეთო?

სასოწარკვეთილი
__________________

პასუხი:

ძვირფასო სასოწარკვეთილო!

ჩვენს ლიცენზიაში მითითებულია, რომ ბოიფრენდი 5.0 გასართობი პაკეტია, ხოლო ქმარი 1.0 ოპერაციული სისტემა. სცადეთ ჩაუშვათ ინსტრუმენტი „მე მეგონა, გიყვარდი.exe“, ჩატვირთეთ აპლიკაცია ცრემლები 6.2 და არ დაგავიწყდეთ, დააყენოთ დანაშაულის გრძნობა 3.0-ის სისტემის განახლება. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სისტემა ქმარი 1.0 ავტომატურად ჩაუშვებს აპლიკაციებს ძვირფასეულობა 2.0 და ყვავილები 3.5.

თუმცა გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ძალიან ხშირად გამოიყენებთ ამ აპლიკაციებს, სისტემა ჩაუშვებს ულმობელ სიჩუმე 2.5-ს, მეგობრები 7.0-ს ან ლუდი 6.1-ს. რაც შეეხება ლუდი 6.1-ს, ეს საშიში პროგრამა-ვირუსია, რომელიც თქვენი ნებართვის გარეშე ჩართავს აპლიკაციას ხმამაღალი ხვრინვა ბეტა.

თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ აპლიკაცია სიდედრი 1.0 (ის გაუშვებს ვირუსს, რომელიც გართმევთ მთელი სისტემის მართვას და ასევე მასზე კონტროლის უფლებას). ამას გარდა, არ ეცადოთ თავიდან დააყენოთ ბოიფრენდი 5.0, ის შეუთავსებელია ქმარ 1.0-თან და ეს გამოიწვევს სისტემის კრახს. 

დაბოლოს: ქმარი 1.0 მშვენიერი პროგრამაა, მაგრამ მისი მეხსიერების შესაძლებლობები შეზღუდულია და ძალიან ნელა ტვირთავს ყველა ახალ აპლიკაციას. იმისათვის, რომ გაზარდოთ მეხსიერება და გააუმჯობესოთ სისტემის მუშაობა, გთავაზობთ შეიძინოთ რამდენიმე ახალი პროგრამა. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ სამზარეულო 3.0-ს და ლამაზი საცვლები 7.7-ს.

წარმატებები!
ტექმხარდაჭერა



წყარო: www.adme.ru