სასოწარკვეთილი ქალბატონისა და ტექმხარდაჭერის მიმოწერა

Thursday, June 25, 2015

სასოწარკვეთილი ქალბატონისა და ტექმხარდაჭერის მიმოწერა




წერილი:

ძვირფასო ტექმხარდაჭერა!

წლის დასაწყისში ბოიფრენდ 5.0 განვაახლე ქმარ 1.0-ით და შევამჩნიე სისტემის საგრძნობი შეფერხება. ეს განსაკუთრებით ეხება აპლიკაციას ყვავილები და ძვირფასეულობა, რომლებიც იდეალურად მუშაობდნენ ბოიფრენდ 5.0-ის დროს.

გარდა ამისა, ქმარ 1.0-ში არ აღმოჩნდა ისეთი სასარგებლო პროგრამები, როგორიცაა რომანტიკა 9.5 და პირადი ყურადღება 6.5. სანაცვლოდ, ჩაირთო უამრავი არასასურველი პროგრამა, როგორიცაა პრემიერ ლიგა 5.0, ნაციონალური ჰოკეის ლიგა 3.0 და ბილიარდი 4.1.

ურთიერთობა 8.0-მა შეწყვიტა მუშაობა და სახლის დალაგება 4.6-ის ჩართვის მცდელობა ანგრევს მთელს სისტემას. ვეცადე ჩამერთო წუწუნი 5.3, მაგრამ არ გაამართლა.

რა გავაკეთო?

სასოწარკვეთილი
__________________

პასუხი:

ძვირფასო სასოწარკვეთილო!

ჩვენს ლიცენზიაში მითითებულია, რომ ბოიფრენდი 5.0 გასართობი პაკეტია, ხოლო ქმარი 1.0 ოპერაციული სისტემა. სცადეთ ჩაუშვათ ინსტრუმენტი „მე მეგონა, გიყვარდი.exe“, ჩატვირთეთ აპლიკაცია ცრემლები 6.2 და არ დაგავიწყდეთ, დააყენოთ დანაშაულის გრძნობა 3.0-ის სისტემის განახლება. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სისტემა ქმარი 1.0 ავტომატურად ჩაუშვებს აპლიკაციებს ძვირფასეულობა 2.0 და ყვავილები 3.5.

თუმცა გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ძალიან ხშირად გამოიყენებთ ამ აპლიკაციებს, სისტემა ჩაუშვებს ულმობელ სიჩუმე 2.5-ს, მეგობრები 7.0-ს ან ლუდი 6.1-ს. რაც შეეხება ლუდი 6.1-ს, ეს საშიში პროგრამა-ვირუსია, რომელიც თქვენი ნებართვის გარეშე ჩართავს აპლიკაციას ხმამაღალი ხვრინვა ბეტა.

თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ აპლიკაცია სიდედრი 1.0 (ის გაუშვებს ვირუსს, რომელიც გართმევთ მთელი სისტემის მართვას და ასევე მასზე კონტროლის უფლებას). ამას გარდა, არ ეცადოთ თავიდან დააყენოთ ბოიფრენდი 5.0, ის შეუთავსებელია ქმარ 1.0-თან და ეს გამოიწვევს სისტემის კრახს. 

დაბოლოს: ქმარი 1.0 მშვენიერი პროგრამაა, მაგრამ მისი მეხსიერების შესაძლებლობები შეზღუდულია და ძალიან ნელა ტვირთავს ყველა ახალ აპლიკაციას. იმისათვის, რომ გაზარდოთ მეხსიერება და გააუმჯობესოთ სისტემის მუშაობა, გთავაზობთ შეიძინოთ რამდენიმე ახალი პროგრამა. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ სამზარეულო 3.0-ს და ლამაზი საცვლები 7.7-ს.

წარმატებები!
ტექმხარდაჭერა



წყარო: www.adme.ru

No comments:

Post a Comment