ინფოწიგნიერება: September 2015

Saturday, September 19, 2015

25 საიტი გონების სავარჯიშოდ


ინტერნეტი საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ყოველდღე რაიმე ახალი. ეს საიტები კი სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ.
  • BBC – Future - დაგეხმარებათ ყოველდღე გახდეთ უფრო ჭკვიანი. 
  • 99U(YouTube) - აქ იპოვით იდეებს პროდუქტიულობის, ორგანიზებულობის და მართვის შესახებ, რომლებიც დაეხმარებათ ხელოვან ადამიანებს საკუთარი თავის განვითარებაში. 
  • YouTube EDU - საგანმანათლებლო ვიდეოები, რომლებიც დაგეხმარებათ გონების გახსნაში. 
  • WikiWand - ახალი ინტერფეისი ვიკიპედიისთვის. 
  • The Long Read(The Guardian) - ესეები, პროფილები. 
  • TED - ვიდეოები, რომლებიც გაგიფართოვებთ ხედვას თითქმის ყველა საკითხზე. 
  • iTunes U - ისწავლეთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. 
  • InsightfulQuestions (subreddit) - ინტელექტუალური განხილვები სხვადასხვა თემაზე. 
  • Cerego – დაგეხმარებათ შექმნათ პერსონიზირებული სასწავლო გეგმა, დამყარებული თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. 
  • University of the People - უფასო ონლაინ უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობთ უმაღლეს განათლებას მრავალჯერად ნაკადად. 
  • OpenSesame - ონლაინ სწავლება 22,000+ სასწავლო კურსით. 
  • CreativeLive - მიიღეთ კრეატიული გაკვეთილები მსოფლიოს ტოპ ექსპერტებისგან. 
  • University of Reddit - უფასო ინტელექტუალური პროდუქტი და სამოთხე ცოდნის გაზიარებისთვის. 
  • Quora - დასვით კითხვა და ექსპერტები გაგცემენ პასუხს. 
  • Digital PhotographySchool - გააუმჯობესეთ თქვენი ფოტოგრაფირების უნარები. 
  • Brain Pickings - დიდი ზომის მასალები ცხოვრებაზე, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, დიზაინზე, ისტორიაზე, ფილოსოფიაზე და ა.შ. 
  • Peer 2 Peer University ან P2PU - ღია საგანმანათლებლო პროექტი. 
  • MIT Open CourseWare – უფასო ონლაინ კურსებისა და სასწავლო რესურსების კატალოგი MIT-ისგან. 
  • Gibbon - სასწავლო ფლეილისტი. 
  • Investopedia - ისწავლეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ინვესტირების, ბაზრის და პირადი ფინანსების შესახებ. 
  • Udacity - გთავაზობთ ინტერაქტიულ გაკვეთილებსა და კურსებს უმაღლეს განათლებაში. 
  • MozillaDeveloper Network - გთავაზობთ სასწავლო რესურსებს ვებ დეველოპერებისთვის. 
  • Future Learn - უფასო სასწავლო კურსები უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციებისგან. 
  • Google Scholar - უზრუნველყოფს სამეცნიერო ლიტერატურის ძიებას სხვადასხვა დისციპლინებსა და წყაროებში, მათ შორის დისერტაციებში, წიგნებში, რეფერატებსა და სტატიებში. 
  • Prain Pump - სივრცე, სადაც ისწავლით რაიმე ახალს ყოველდღე.


წყარო: medium.com

Friday, September 18, 2015

მარტივი მეთოდები, თუ როგორ გავაძლიეროთ Wi-Fi სიგნალი





თუ მოგბეზრდათ სახლში ან ოფისში wi-fi კარგი სიგნალის ძიებაში სირბილი, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

1. პირველ რიგში გამოიყენეთ ხარისხიანი როუტერი





ეს პირველი პუნქტი უფრო მოცემულობაა, ვიდრე რჩევა. კავშირის მაქსიმალურად კარგი სიგნალი და უმეტესი დაფარვის ადგილი მხოლოდ თანამედროვე ხარისხიან როუტერს შეუძლია უზრუნველყოს. თუ იყიდით კარგ როუტერს, მაშინ დანარჩენი რჩევები აღარ იქნება თქვენთვის აქტუალური. 

ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ბრენდს, ფასს და ტექნიკურ მახასიათებლებს. სპეციალისტების აზრით, როუტერების წარმოების საუკეთესო კომპანიები არიან Linksys, Asus, TP-Link და Zyxel. ეს არ ნიშნავს, რომ ეს კომპანიები არ უშვებენ ბიუჯეტურ მოდელებს. ამიტომაც, ამ შემთხვევაში, მთავარ როლს ფასი თამაშობს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს. არ ღირს როუტერის შეძენა, რომლის ოპერატიული მეხსიერება 64 MB-ზე ნაკლებია, პროცესორის სიხშირე 300 GHz-ზე ნაკლები და Flash მეხსიერება 16 MB-მდე. ასევე დიდი ყურადღება ექცევა მოწყობილობის სიძლიერეს და ანტენათა რაოდენობას, რომელიც არ უნდა იყოს ორზე ნაკლები.

2. იპოვეთ იდეალური ადგილი როუტერისთვის




თუ რაიმე მიზეზის გამო არ გინდათ ზედმეტი ფულის დახარჯვა კარგ როუტერზე, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანია ინტერნეტის სიჩქარე, მაშინ პირველ რიგში იზრუნეთ მისთვის სწორი ადგილის შერჩევაზე. იდეალური ვარიანტი იქნება შენობის ცენტრი. დააყენეთ როუტერი გაშლილ ადგილას, რაც შეიძლება მაღლა იატაკიდან. დარწმუნდით, რომ სიგნალი არ იკვეთება კედლებით, ავეჯით და სხვა წინააღმდეგობებით. 

3. კავშირის არხის შეცვლა

მეზობელმა როუტერებმა შეიძლება გადაკეტონ ერთმანეთის სიგნალი, რაც შეანელებს მუშაობას. ეს ხდება იმიტომ, რომ მოწყობილობები მუშაობენ ერთნაირ სიხშირის დიაპაზონზე. როუტერების უმეტესობას შეუძლია ინფორმაციის გაცვლის რამდენიმე არხზე მუშაობა. ამიტომ ასეთი პრობლემის თავიდან ასაცილებლად უნდა შეიცვალოს კავშირის არხი სპეციალური ინსტრუმენტებით Wi-Fi Stumbler ან Wi-Fi Analyzer.

4. საყოფაცხოვრებო ტექნიკაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს



უკაბელო ქალაქის ტელეფონებს, მიკროტალღურ ღუმელებს და სხვა უკაბელო მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობენ სიხშირეზე 2.4 HHz, შეუძლიათ შეანელონ wi-fi-ს სიგნალი. ამ პრობლემას გადაწყვეტს ორდიაპაზონიანი როუტერის შეძენა. თუ მისი ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეცადეთ მაქსიმალურად დააშოროთ ეს მოწყობილობები როუტერს.

5. დააყენეთ სანდო პაროლი

კარგი პაროლიც ვერ იძლევა პაროლის გატეხვის თავიდან აცილების სრულ გარანტიას. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომ გაიგოთ კიდევ ვინ სარგებლობს თქვენი wi-fi ქსელით, თუმცა ამით მაინც ვერაფერს გააწყობთ. მეტი დაცვისთვის დააყენეთ WPA პაროლი, თუმცა მისი გატეხვაც შესაძლებელია. სრულიად რომ გამორიცხოთ გატეხვის შესაძლებლობა, გამოიყენეტ MAC-მისამართის ფილტრაცია.

6. პრიორიტეტები სიჩქარის განაწილებაში

თუ თქვენ გარდა სახლში კიდევ ვინმე იყენებს აქტიურად ქსელს, ტვირთავს ფაილებს და რეგულარულად თამაშობს, ეს საგრძნობლად შეანელებს ინტერნეტის სიჩქარეს და ძვირადღირებული როუტერი ამას ვერ უშველის. ასეთ შემთხვევაში როუტერში არის ფუნქცია QoS (Quality of Service). მისი დახმარებით შეძლებთ განსაზღვროთ სიჩქარის პრიორიტეტები თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ამოცანისთვის.


წყარო: qwrt.ru