მარტივი მეთოდები, თუ როგორ გავაძლიეროთ Wi-Fi სიგნალი

Friday, September 18, 2015

მარტივი მეთოდები, თუ როგორ გავაძლიეროთ Wi-Fi სიგნალი





თუ მოგბეზრდათ სახლში ან ოფისში wi-fi კარგი სიგნალის ძიებაში სირბილი, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

1. პირველ რიგში გამოიყენეთ ხარისხიანი როუტერი





ეს პირველი პუნქტი უფრო მოცემულობაა, ვიდრე რჩევა. კავშირის მაქსიმალურად კარგი სიგნალი და უმეტესი დაფარვის ადგილი მხოლოდ თანამედროვე ხარისხიან როუტერს შეუძლია უზრუნველყოს. თუ იყიდით კარგ როუტერს, მაშინ დანარჩენი რჩევები აღარ იქნება თქვენთვის აქტუალური. 

ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ბრენდს, ფასს და ტექნიკურ მახასიათებლებს. სპეციალისტების აზრით, როუტერების წარმოების საუკეთესო კომპანიები არიან Linksys, Asus, TP-Link და Zyxel. ეს არ ნიშნავს, რომ ეს კომპანიები არ უშვებენ ბიუჯეტურ მოდელებს. ამიტომაც, ამ შემთხვევაში, მთავარ როლს ფასი თამაშობს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს. არ ღირს როუტერის შეძენა, რომლის ოპერატიული მეხსიერება 64 MB-ზე ნაკლებია, პროცესორის სიხშირე 300 GHz-ზე ნაკლები და Flash მეხსიერება 16 MB-მდე. ასევე დიდი ყურადღება ექცევა მოწყობილობის სიძლიერეს და ანტენათა რაოდენობას, რომელიც არ უნდა იყოს ორზე ნაკლები.

2. იპოვეთ იდეალური ადგილი როუტერისთვის




თუ რაიმე მიზეზის გამო არ გინდათ ზედმეტი ფულის დახარჯვა კარგ როუტერზე, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანია ინტერნეტის სიჩქარე, მაშინ პირველ რიგში იზრუნეთ მისთვის სწორი ადგილის შერჩევაზე. იდეალური ვარიანტი იქნება შენობის ცენტრი. დააყენეთ როუტერი გაშლილ ადგილას, რაც შეიძლება მაღლა იატაკიდან. დარწმუნდით, რომ სიგნალი არ იკვეთება კედლებით, ავეჯით და სხვა წინააღმდეგობებით. 

3. კავშირის არხის შეცვლა

მეზობელმა როუტერებმა შეიძლება გადაკეტონ ერთმანეთის სიგნალი, რაც შეანელებს მუშაობას. ეს ხდება იმიტომ, რომ მოწყობილობები მუშაობენ ერთნაირ სიხშირის დიაპაზონზე. როუტერების უმეტესობას შეუძლია ინფორმაციის გაცვლის რამდენიმე არხზე მუშაობა. ამიტომ ასეთი პრობლემის თავიდან ასაცილებლად უნდა შეიცვალოს კავშირის არხი სპეციალური ინსტრუმენტებით Wi-Fi Stumbler ან Wi-Fi Analyzer.

4. საყოფაცხოვრებო ტექნიკაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს



უკაბელო ქალაქის ტელეფონებს, მიკროტალღურ ღუმელებს და სხვა უკაბელო მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობენ სიხშირეზე 2.4 HHz, შეუძლიათ შეანელონ wi-fi-ს სიგნალი. ამ პრობლემას გადაწყვეტს ორდიაპაზონიანი როუტერის შეძენა. თუ მისი ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეცადეთ მაქსიმალურად დააშოროთ ეს მოწყობილობები როუტერს.

5. დააყენეთ სანდო პაროლი

კარგი პაროლიც ვერ იძლევა პაროლის გატეხვის თავიდან აცილების სრულ გარანტიას. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომ გაიგოთ კიდევ ვინ სარგებლობს თქვენი wi-fi ქსელით, თუმცა ამით მაინც ვერაფერს გააწყობთ. მეტი დაცვისთვის დააყენეთ WPA პაროლი, თუმცა მისი გატეხვაც შესაძლებელია. სრულიად რომ გამორიცხოთ გატეხვის შესაძლებლობა, გამოიყენეტ MAC-მისამართის ფილტრაცია.

6. პრიორიტეტები სიჩქარის განაწილებაში

თუ თქვენ გარდა სახლში კიდევ ვინმე იყენებს აქტიურად ქსელს, ტვირთავს ფაილებს და რეგულარულად თამაშობს, ეს საგრძნობლად შეანელებს ინტერნეტის სიჩქარეს და ძვირადღირებული როუტერი ამას ვერ უშველის. ასეთ შემთხვევაში როუტერში არის ფუნქცია QoS (Quality of Service). მისი დახმარებით შეძლებთ განსაზღვროთ სიჩქარის პრიორიტეტები თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ამოცანისთვის.


წყარო: qwrt.ru

No comments:

Post a Comment