ინფოწიგნიერება: July 2015

Monday, July 27, 2015

ფოტოშოპის ვიდეო გაკვეთილები ქართულად (ნაწილი II)


პირველი ნაწილი იხ. ბმულზე

ფოტოშოპის უამრავი ვიდეო გაკვეთილი არსებობს ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე, თუმცა მათთვის, ვინც მხოლოდ მშობლიურ ქართულ ენას ფლობს, არჩევანი არც ისე დიდია.
გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილების სერიას ვლოგერ Mikheil HD-სგან.

1. ორმაგი ექსპოზიციის ეფექტი



2. ორმაგი ექსპოზიციის ეფექტი II



3. როგორ შევცვალოთ სახე



4. ტექსტის ეფექტები




5. როგორ გავასწოროთ/გავზარდოთ პატარა ზომის ფოტო



6. ვაკეთებთ წყალს და ანარეკლს



7. როგორ აღვადგინოთ ძველი ფოტო



8. როგორ გავასწოროთ წითელი თვალი



9. კბილების გათეთრება



10. სახიდან ნაოჭების, ლაქებისა და ჭორფლის მოშორება




სტატიის პირველი ნაწილი იხ. ბმულზე

Friday, July 24, 2015

ფოტოშოპის ვიდეო გაკვეთილები ქართულად (ნაწილი I)



ფოტოშოპის უამრავი ვიდეო გაკვეთილი არსებობს ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე, თუმცა მათთვის, ვინც მხოლოდ მშობლიურ ქართულ ენას ფლობს, არჩევანი არც ისე დიდია.

გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილების სერიას ვლოგერ Mikheil HD-სგან.


1. როგორ გავასწოროთ გამრუდებული პერსპექტივა


2. როგორ გავაკეთოთ სახეზე ჭორფლი


3. როგორ გავაკეთოთ სრულყოფილი შავ-თეთრი ფოტო


4. გაზეთის ეფექტი


5. Comix ნახატი ეფექტის გაკეთება


6. როგორ დავწეროთ პერსპექტივაში


7.  სახის სწრაფი ფოტო მონტაჟი


8. როგორ შევიცვალოთ თმის ფერი


Tuesday, July 21, 2015

37 საუკეთესო საიტი რაიმე ახლის შესასწავლად


ცოტა ხნის წინ ჩვენს ბლოგზე შემოგთავაზეთ სხვადასხვა უნარის ინტერნეტით შეძენის საშუალებები. ვაგრძელებთ ამ სერიას და დამატებით კიდევ გთავაზობთ 37 საიტს, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ რაიმე ახალი ან გაიღრმავოთ ცოდნა.
ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლებლობების! 


ონლაინ კურსები

edX - ონლაინ კურსები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან.
Coursera - საუკეთესო ონლაინ კურსები უფასოდ.
Coursmos - მიკრო კურსები მებისმიერ დროს, ნებისმიერ მოწყობილობაზე.
Highbrow - მიიღეთ მცირე ყოველდღიური კურსები ფოსტაზე.
Skillshare - ონლაინ გაკვეთილები და პროექტები, რომლებიც ავითარებს თქვენს შემოქმედებითობას.
Curious - გაზარდეთ უნარები ვიდეო გაკვეთილებით.
Lynda.com - შეიძინეთ ტექნოლოგიური, შემოქმედებითი და ბიზნეს უნარები.
CreativeLive - მიიღეთ უფასო შემოქმედებითი გაკვეთილები მსოფლიო ექსპერტებისგან.
Udemy - ისწავლეთ რეალური სამყაროს უნარები ონლაინ.


ისწავლეთ კოდირება

Codeacademy - ისწავლეთ კოდირება ინტერაქტიულად, უფასოდ.
Stuk.io - დაიწყეთ კოდირების სწავლა ნულიდან.
Udacity - მოიპოვეთ ხარისხი, რომელიც აღიარებულია ინდუსტრიის ლიდერების მიერ.
Platzi - კურსები პირდაპირი ჩართვით დიზაინის, მარკეტინგის და კოდირების შესახებ.
Learnable - საუკეთესო გზა, ისწავლოთ ვებ დეველოპმენტი.
Code School - კოდირების შესწავლა პრაქტიკის მეშვეობით.
Thinkful - განავითარეთ თქვენი კარიერა ერთი-ერთზე მენტორობის საშუალებით.
Code.org - დაიწყეთ სწავლა მარტივი გაკვეთილებით.
BaseRails - დახელოვნდით სხვადასხვა ვებ ტექნოლოგიებიში.
Treehouse - ისწავლეთ HTML, CSS, iPhone აპლიკაციები და სხვა.
One Month - ისწავლეთ კოდირება და ვებ აპლიკაციების შექმნა ერთ თვეში.
Dash - ისწავლეთ გასაოცარი ვებგვერდების კეთება.


ისწავლეთ მონაცემებთან მუშაობა

DataCamp - ონლაინ R გაკვეთილები და მონაცემთა მეცნიერების კურსები.
DataQuest - შეისწავლეთ მონაცემთა მეცნიერება თქვენს ბრაუზერში.
DataMonkey - განავითარეთ ანალიტიკური უნარები მარტივი და სახალისო გზით.


ისწავლეთ ახალი ენა

Duolingo - ენების შესწავლა უფასოდ.
Lingvist - ისწავლეთ ახალი ენა 200 საათში.
Buzuu - ენების სასწავლო უფასო საზოგადოება.
Memrise - გამოიყენეთ ბარათები სიტყვიერი მარაგის შესავსებად.


გაიღრმავეთ ცოდნა

TED-ed - იპოვეთ ყურადღებით შერჩეული საგანმანათლებლო ვიდეოები.
Khan Academy - გაეცანით ინტერაქტიული შინაარსის ვრცელ ბიბლიოთეკას.
Guides.co - ონლაინ სახელმძღვანელოების უდიდესი კოლექცია.
Squareknot - დაათვალიერეთ ულამაზესი, ნაბი-ნაბიჯ გასავლელი სახელმძღვანელოები.
Learnist - ისწავლეთ ყურადღებით შერჩეული ვებ, ბეჭდვითი და ვიდეო მასალით.
Prismatic - ისწავლეთ სოციალურ რეკომენდაციებზე დაფუძნებული საინტერესო რამეები.


ბონუსი

Chesscademy - ისწავლეთ ჭადრაკის თამაში უფასოდ.
Pianu - ახალი გზა, ისწავლოთ დაკვრა ონლაინ, ინტერაქტიულად.
Yousician - ციფრული ეპოქის თქვენი პერსონალური გიტარის მასწავლებელი.



წყარო: medium.com

Friday, July 17, 2015

უნარები, რომელთა განვითარება ინტერნეტით შეგიძლიათ (ნაწილი II)

სტატიის პირველი ნაწილი იხ. ბმულზე

მოგეხსენებათ, ინტერნეტი მხოლოდ სოციალური ქსელებისთვის არ არის. მისი გამოყენებით, თუ ცოტა ინგლისურიც იცით, უამრავი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება.


11. დაიწყეთ საკუთარი მუსიკის წერა


ეს არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომ თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველი ნაბიჯი: ისწავლეთ გიტარაზე დაკვრა. Justin Guitar - მშვენიერი რესურსია ძირითადი აკორდებისა და დაკვრის საბაზისო უნარების შესასწავლად. ამის შემდეგ ყველას თავისი გზას ირჩევს. თუმცა შეგიძლიათ იპოვოთ ინტერნეტში თქვენი საყვარელი კომპოზიციების აკორდები: ასე აკეთებდნენ ბევრი დამწყები გიტარისტები. თან ეს დაგეხმარებათ გახდეთ წვეულების მეფე ან დედოფალი.

მეორე ნაბიჯი: დააყენეთ ხმა. ამაში დაგეხმარებათ Berklee College of Music.

მესამე ნაბიჯი: გაიგეთ, როგორ გახდეთ კარგი კომპოზიტორი. ბერკლის იმავა მუსიკალურ კოლეჯში არის სიმღერის შექმნის ექვსკვირიანი ინტენსიური კურსი. ამ დროის გასვლის შემდეგ თქვენ გექნებათ ერთი სრულად მომზადებული კომპოზიცია.

მეოთხე ნაბიჯი: ყველაფერი გააერთიანეთ. Lifehacker.com დაგეხმარებათ შეადუღოთ შეძენილი უნარები და გადააქციოთ მუშა, ეფექტურ მექანიზმად. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ უმოკლეს დროში გაუზიაროთ თქვენი მუსიკა საყვარელ ადამაინებს და მთელ მსოფლიოს.

12. ისწავლეთ მოლაპარაკებების გამართავა


სტენ კრისტენსენი სტენფორდიდან აგიხსნით, როგორ მართოთ მოლაპარაკებები ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში, მართოთ ურთიერთობები თქვენთვის სასარგებლოდ.

13. გააკეთეთ მაგარი გიფები


კეტი ნოტოპულოსმა Buzzfeed-იდან შეადგინა ფართო და მარტივი სახელმძღვანელო, თუ როგორ გავაკეთოთ გიფები ფოტოშოპის გამოყენების გარეშე. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გახდეთ Tumblr-ის მეფე ან დედოფალი.

14. დახვეწეთ სამწერლობო ხელოვნება



თვლით, რომ მსოფლიოს დაპყრობა გიფებით თქვენთვის არაა და გსურთ სიტყვებით შეძრათ ადამიანის გულები? Macalester College გთავაზობთ ლექციების სერიას, რომელიც ნებისმიერს აქცევს არც ისე ურიგო მწერლად. თუ უფრო მეტად დაინტერესებული ხართ ჟურნალისტიკით, დაიწყეთ Wikiversity-დან.

15. შეწყვიტეთ მათემატიკის სიძულვილი


თუ სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებზე იტანჯებოდით, ახლა კი განსაკუთრებით დაგჭირდათ მისი ცოდნა, არ იდარდოთ. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კურსი „მათემატიკა რეალურ ცხოვრებაში“ საიტზე Saylor.org, ის აღადგენს და ქმედითუნარიანს გახდის თქვეს საბაზისო ცოდნას. თქვენ შეძლებთ უნარების პრაქტიკაში გამოყენებას.


16. ისწავლეთ ქსოვა



Instructables გთავაზობთ სასწავლო კურსს, რომელიც მიჰყავს სასიამოვნო ქალბატონს. მოასწარით სასაცილო ქუდების და სიმბოლოებით მორთული კაშნეების მოქსოვა ზამთრის დადგომამდე. 

17. ისწავლეთ კოდირება


ჩვენს დროში არც ერთ უნარს ისე არ მივყავართ ბრწყინვალე პერსპექტივასთან, როგორც პროგრამირებას. გინდათ შექმნათ საიტი თქვენი სტარტაპისთვის? ან გამოუშვათ ახალი აპლიკაცია? მაშინ თქვენ გჭირდებათ კოდირების სწავლა. სახელმძღვანელოს გადმოწერა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ინტერაქტიული Code Academy გახდის სწავლის პროცესს საინტერესოს და სასიამოვნოს. თუ სწავლის ტრადიციული მეთოდები გირჩევნიათ, მაშინ დაიყწეთ ჰარვარდის კურსით კომპიუტერული მეცნიერების შესავალი.


18. შექმენით დინამიური საიტი



ძველებურად იყენებთ არსებულ შაბლონებს? Ruby On Nails-ის შესწავლამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. აქ ნახავთ გრძელ და უაღრესად სასარგებლოუფასო სასწავლო ინსტრუმენტების სიას

19. შექმენით თქვენი მობილური სათამაშო


თუ მხოლოდ მხიარული თამაშები გაინტერესებთ, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ეს კურსი Universityof Reading. ისინი გვპირდებიან Java-ზე წერის შესწავლას, იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა პროგრამირების გამოცდილება.

20. ყველაზე ზარმაცებისთვის: ისწავლეთ თასმების სწორად შეკვრა



ეს საკვირველად მარტივია. უბრალოდ იფიქრეთ, თქვენი ცხოვრების რამდენ წუთს დაზოგავთ, თუ თასმები აღარ გაგეხსნებათ. : )


სტატიის პირველი ნაწილი იხ. ბმულზე


წყარო: adme.ru

Monday, July 13, 2015

უნარები, რომელთა განვითარება ინტერნეტით შეგიძლიათ (ნაწილი I)


მოგეხსენებათ, ინტერნეტი მხოლოდ სოციალური ქსელებისთვის არ არის. მისი გამოყენებით, თუ ცოტა ინგლისურიც იცით, უამრავი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება.

1. გახდით ფოტოშოფის გურუ


ფოტოშოფში მუშაობა, ეს ის შეუფასებელი უნარია, რომელიც პოტენციური დამსაქმებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლაში დაგეხმარებათ ფართო სასწავლო კურსი საიტზე - Udemy.com

2. ისწავლეთ სწრაფად კითხვა



Speeder — უფასო ონლაინ პროგრამაა, რომელიც გასწავლით სწრაფად კითხვას ასაკის მიუხედავად. თანაც ისე, რომ ტექსტიც გაიაზროთ. საკმარისი მოთმინებისა და პრაქტიკის შემდეგ კითხვის სიჩქარე იზრდება ორ, სამ და ოთხჯერაც კი. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს დაზოგავთ!

3. ისწავლეთ ენები


Duolingo დაგეხმარებათ ესპანურის, ფრანგულის, პორტუგალიურის, იტალიურის, ინგლისურის და სხვა ენების შესწავლაში. ვებსაიტის გარდა, არსებობს მობილური აპლიკაციები, რომელიც სწავლის ფართო და მხიარულ პროგრამას უფრო მოსახერხებელს გახდის.

4. დაიწყეთ იოგა


არსებობს იოგის კურსები, თუმცა შეგიძლიათ სახლში ივარჯიშოთ. YogaGlo-ს აქვს 15 დღიანი საცდელი ვერსია, ხოლო Yome არის ვიდეოგაკვეთილების უფასო ნაკრები. თუ უკვე იცით იოგის ძირითადი პოზიციები, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ საცდელი ვერსია Yoga Tailor.

5. გახდით Excel-ის შეუდარებელი მეომარი


Chandoo — აქ არიან ექსელის კეთილი ფერიები, რომლებსაც უნდათ თავიანთი ცოდნის გაზიარება მსოფლიოსთვის. ელექტრონულ ცხრილებთან ურთიერთობის ხელოვნება გაზრდის თქვენს შანსს მოიპოვოთ კარგი საოფისე სამსახური. მასალის სწრაფი დამუშავება შეუცვლელი იქნება თქვენთვის მთელი კარიერის განმავლობაში. აბა, რაღას ელოდებით?

6. ისწავლეთ ბოსტნეულის დამჟავება


მაღაზიის დამჟავებული ბოსტნეული თუ უგემური გეჩვენებათ, მაშინ ისწავლეთ მათი მომზადება სახლში. დაამარინადეთ პროდუქტები, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა ვებსაიტ SkillShare-ს დახმარებით.

7. გახდით განუმეორებელი ორატორი


თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კურსი საჯარო გამოსვლის ხელოვნების შესავალი ვაშინგტონის უნივერსიტეტში ონლაინ. როგორც კი რამდენიმე ხრიკს გაითავისებთ, შეძლებთ ჩაატაროთ საქმიანი პრეზენტაციები ან გამოხვიდეთ აგრესიულად განწყობილი მასის წინაშე უშიშრად.

8. ისწავლეთ ხატვა


ყველა ბავშვი ხატავს. რატომ არის, რომ უფროსებს უჭირთ და ცდისაც კი ეშინიათ. ნებისმიერს შეუძლია თავი იგრძნოს კომფორტულად ფანქრით და ქაღალდით ხელში. ესკიზები შესანიშნავი საშუალებაა გამოხატოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი. DrawSpace  მშვენიერი ადგილია დასაწყებად.

9. ისწავლეთ კარგი ფოტოების გადაღება


Lifehacker.com ამისთვის მშვენიერი დასაწყისია. გაიგეთ, როგორ მუშაობს თქვენი კამერა, გაითავისეთ ფოტოგრაფიის საწყისები და ისწავლეთ გამოსახულების რედაქტირება. თუ ყველაფერი უკვე გაიარეთ და მეტი თავდაჯერებულობა გჭირდებათ, მაშინ ეს მოკლე კურსი დაგეხმარებათ თქვენი მშვენიერი ფოტოების კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.

10. გაერკვიეთ ფსიქოლოგიის საწყისებში


რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ არ იცის, რა არის ცნობიერება. მაგრამ თუ გაერკვევით მისი მუშაობის ძირითად პრინციპებში, რომელთა გამოვლენაც ადამიანებმა შეძლეს, ეს დაგეხმარებათ შეიცნოთ საკუთარი თავი. ხოლო შემდეგ გაერკვევით თქვენი რომანტიული და მეგობრული ურთიერთობების დინამიკაში. გაიგებთ თქვენი კოლეგების, თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს. www.academicearth.org გთავაზობთ ფსიქოლოგიის ძალიან კარგ კურსებს


წყარო: adme.ru

Friday, July 10, 2015

სიახლეები Facebook News Feed-ის მართვაში


Facebook-მა დაანონსა კონტროლის ახალი ფუნქციები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სურვილისამებრ დაალაგოთ თქვენი მეგობრების და მოწონებული გვერდების ისტორიები.

თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ News Feed არის პერსონალიზებული სიახლეების ნაკადი, რომელიც იქმნება თქვენთან დაკავშირებული ადამიანებისა და გვერდების სიახლეებით. ასე რომ, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ხედავთ ქრონიკაში პირველად. 

Facebook-მა დააანონსა განახლება, რომელიც საშუალებას მოგცემთ მართოთ თქვენი ქრონიკა ისე, რომ ხედავდეთ მხოლოდ თქვენთვის სასურველ ადამიანებსა და გვერდებს. 

გასულ წელს Facebook-მა წარადგინა კონტროლის საშუალება, რომელიც ადამიანების და გვერდების მარტივად გამოწერის ან გამოწერის გაუქმების საშუალებას გაძლევდათ. 

წელს სიახლეები მართვა უფრო მეტად შეგიძლიათ, მაგალითად:

  • მონიშნეთ მეგობრები და გვერდები, რომლებიც გსურთ იხილოთ პირველი.

მას შემდეგ, რაც მეგობრის ფოტოზე დააჭერთ, პირველ რიგში მის სიახლეებს ნახავთ. ეს გეხმარებათ, პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ სიახლეები და დარწმუნდეთ, რომ არაფერი გამოგრჩათ კონკრეტული ადამიანისა თუ გვერდისგან. „თქვენ ახლა შეგიძლიათ აირჩიოთ მეგობრები და გვერდები, რომელთა ნახვასაც პირველ რიგში ისურვებდით თქვენი სიახლეების ქრონიკაში. ვარსკვლავის ნიშანი მარჯვენა ზედა კუთხეში აღნიშნავს, რომ თქვენ მონიშნეთ პოსტი, რათა ის თავში გამოჩნდეს, “ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

  • იპოვეთ ახალი გვერდები დასაკავშირებლად
თქვენს ძველ მოწონებებზე დაყრდნობით Facebook საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ ახალ გვერდებს, რომლებიც თქვენთვის საინტერესო იქნება.

  • აირჩიეთ მეგობრები და გვერდები, რომლებსაც გამოიწერთ ან გააუქმებთ გამოწერას 



ახალი დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ნახოთ ტოპ სია ადამიანების, გვერდების და ჯგუფების, რომლებიც წინა კვირაში ნახეთ. 

მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს ნებისმიერი მეგობრის, გვერდის ან ჯგუფის გამოწერა. „თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, ვისი გამოწერა გააუქმეთ წარსულში, რომ ისევ შეძლოთ მათი გამოწერა“ - ნათქვამია განცხადებაში.

სიახლე ჯერჯერობით iOS-ისთვის მუშაობს, მაგრამ უახლოეს მომავალში განახლება Android-სა და Desktop-ისთვისაც გამოვა.