სიახლეები Facebook News Feed-ის მართვაში

Friday, July 10, 2015

სიახლეები Facebook News Feed-ის მართვაში


Facebook-მა დაანონსა კონტროლის ახალი ფუნქციები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სურვილისამებრ დაალაგოთ თქვენი მეგობრების და მოწონებული გვერდების ისტორიები.

თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ News Feed არის პერსონალიზებული სიახლეების ნაკადი, რომელიც იქმნება თქვენთან დაკავშირებული ადამიანებისა და გვერდების სიახლეებით. ასე რომ, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ხედავთ ქრონიკაში პირველად. 

Facebook-მა დააანონსა განახლება, რომელიც საშუალებას მოგცემთ მართოთ თქვენი ქრონიკა ისე, რომ ხედავდეთ მხოლოდ თქვენთვის სასურველ ადამიანებსა და გვერდებს. 

გასულ წელს Facebook-მა წარადგინა კონტროლის საშუალება, რომელიც ადამიანების და გვერდების მარტივად გამოწერის ან გამოწერის გაუქმების საშუალებას გაძლევდათ. 

წელს სიახლეები მართვა უფრო მეტად შეგიძლიათ, მაგალითად:

  • მონიშნეთ მეგობრები და გვერდები, რომლებიც გსურთ იხილოთ პირველი.

მას შემდეგ, რაც მეგობრის ფოტოზე დააჭერთ, პირველ რიგში მის სიახლეებს ნახავთ. ეს გეხმარებათ, პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ სიახლეები და დარწმუნდეთ, რომ არაფერი გამოგრჩათ კონკრეტული ადამიანისა თუ გვერდისგან. „თქვენ ახლა შეგიძლიათ აირჩიოთ მეგობრები და გვერდები, რომელთა ნახვასაც პირველ რიგში ისურვებდით თქვენი სიახლეების ქრონიკაში. ვარსკვლავის ნიშანი მარჯვენა ზედა კუთხეში აღნიშნავს, რომ თქვენ მონიშნეთ პოსტი, რათა ის თავში გამოჩნდეს, “ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

  • იპოვეთ ახალი გვერდები დასაკავშირებლად
თქვენს ძველ მოწონებებზე დაყრდნობით Facebook საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ ახალ გვერდებს, რომლებიც თქვენთვის საინტერესო იქნება.

  • აირჩიეთ მეგობრები და გვერდები, რომლებსაც გამოიწერთ ან გააუქმებთ გამოწერას 



ახალი დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ნახოთ ტოპ სია ადამიანების, გვერდების და ჯგუფების, რომლებიც წინა კვირაში ნახეთ. 

მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს ნებისმიერი მეგობრის, გვერდის ან ჯგუფის გამოწერა. „თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, ვისი გამოწერა გააუქმეთ წარსულში, რომ ისევ შეძლოთ მათი გამოწერა“ - ნათქვამია განცხადებაში.

სიახლე ჯერჯერობით iOS-ისთვის მუშაობს, მაგრამ უახლოეს მომავალში განახლება Android-სა და Desktop-ისთვისაც გამოვა. 


No comments:

Post a Comment