უნარები, რომელთა განვითარება ინტერნეტით შეგიძლიათ (ნაწილი II)

Friday, July 17, 2015

უნარები, რომელთა განვითარება ინტერნეტით შეგიძლიათ (ნაწილი II)

სტატიის პირველი ნაწილი იხ. ბმულზე

მოგეხსენებათ, ინტერნეტი მხოლოდ სოციალური ქსელებისთვის არ არის. მისი გამოყენებით, თუ ცოტა ინგლისურიც იცით, უამრავი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება.


11. დაიწყეთ საკუთარი მუსიკის წერა


ეს არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომ თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველი ნაბიჯი: ისწავლეთ გიტარაზე დაკვრა. Justin Guitar - მშვენიერი რესურსია ძირითადი აკორდებისა და დაკვრის საბაზისო უნარების შესასწავლად. ამის შემდეგ ყველას თავისი გზას ირჩევს. თუმცა შეგიძლიათ იპოვოთ ინტერნეტში თქვენი საყვარელი კომპოზიციების აკორდები: ასე აკეთებდნენ ბევრი დამწყები გიტარისტები. თან ეს დაგეხმარებათ გახდეთ წვეულების მეფე ან დედოფალი.

მეორე ნაბიჯი: დააყენეთ ხმა. ამაში დაგეხმარებათ Berklee College of Music.

მესამე ნაბიჯი: გაიგეთ, როგორ გახდეთ კარგი კომპოზიტორი. ბერკლის იმავა მუსიკალურ კოლეჯში არის სიმღერის შექმნის ექვსკვირიანი ინტენსიური კურსი. ამ დროის გასვლის შემდეგ თქვენ გექნებათ ერთი სრულად მომზადებული კომპოზიცია.

მეოთხე ნაბიჯი: ყველაფერი გააერთიანეთ. Lifehacker.com დაგეხმარებათ შეადუღოთ შეძენილი უნარები და გადააქციოთ მუშა, ეფექტურ მექანიზმად. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ უმოკლეს დროში გაუზიაროთ თქვენი მუსიკა საყვარელ ადამაინებს და მთელ მსოფლიოს.

12. ისწავლეთ მოლაპარაკებების გამართავა


სტენ კრისტენსენი სტენფორდიდან აგიხსნით, როგორ მართოთ მოლაპარაკებები ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში, მართოთ ურთიერთობები თქვენთვის სასარგებლოდ.

13. გააკეთეთ მაგარი გიფები


კეტი ნოტოპულოსმა Buzzfeed-იდან შეადგინა ფართო და მარტივი სახელმძღვანელო, თუ როგორ გავაკეთოთ გიფები ფოტოშოპის გამოყენების გარეშე. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გახდეთ Tumblr-ის მეფე ან დედოფალი.

14. დახვეწეთ სამწერლობო ხელოვნება



თვლით, რომ მსოფლიოს დაპყრობა გიფებით თქვენთვის არაა და გსურთ სიტყვებით შეძრათ ადამიანის გულები? Macalester College გთავაზობთ ლექციების სერიას, რომელიც ნებისმიერს აქცევს არც ისე ურიგო მწერლად. თუ უფრო მეტად დაინტერესებული ხართ ჟურნალისტიკით, დაიწყეთ Wikiversity-დან.

15. შეწყვიტეთ მათემატიკის სიძულვილი


თუ სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებზე იტანჯებოდით, ახლა კი განსაკუთრებით დაგჭირდათ მისი ცოდნა, არ იდარდოთ. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კურსი „მათემატიკა რეალურ ცხოვრებაში“ საიტზე Saylor.org, ის აღადგენს და ქმედითუნარიანს გახდის თქვეს საბაზისო ცოდნას. თქვენ შეძლებთ უნარების პრაქტიკაში გამოყენებას.


16. ისწავლეთ ქსოვა



Instructables გთავაზობთ სასწავლო კურსს, რომელიც მიჰყავს სასიამოვნო ქალბატონს. მოასწარით სასაცილო ქუდების და სიმბოლოებით მორთული კაშნეების მოქსოვა ზამთრის დადგომამდე. 

17. ისწავლეთ კოდირება


ჩვენს დროში არც ერთ უნარს ისე არ მივყავართ ბრწყინვალე პერსპექტივასთან, როგორც პროგრამირებას. გინდათ შექმნათ საიტი თქვენი სტარტაპისთვის? ან გამოუშვათ ახალი აპლიკაცია? მაშინ თქვენ გჭირდებათ კოდირების სწავლა. სახელმძღვანელოს გადმოწერა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ინტერაქტიული Code Academy გახდის სწავლის პროცესს საინტერესოს და სასიამოვნოს. თუ სწავლის ტრადიციული მეთოდები გირჩევნიათ, მაშინ დაიყწეთ ჰარვარდის კურსით კომპიუტერული მეცნიერების შესავალი.


18. შექმენით დინამიური საიტი



ძველებურად იყენებთ არსებულ შაბლონებს? Ruby On Nails-ის შესწავლამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. აქ ნახავთ გრძელ და უაღრესად სასარგებლოუფასო სასწავლო ინსტრუმენტების სიას

19. შექმენით თქვენი მობილური სათამაშო


თუ მხოლოდ მხიარული თამაშები გაინტერესებთ, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ეს კურსი Universityof Reading. ისინი გვპირდებიან Java-ზე წერის შესწავლას, იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა პროგრამირების გამოცდილება.

20. ყველაზე ზარმაცებისთვის: ისწავლეთ თასმების სწორად შეკვრა



ეს საკვირველად მარტივია. უბრალოდ იფიქრეთ, თქვენი ცხოვრების რამდენ წუთს დაზოგავთ, თუ თასმები აღარ გაგეხსნებათ. : )


სტატიის პირველი ნაწილი იხ. ბმულზე


წყარო: adme.ru

No comments:

Post a Comment