უნარები, რომელთა განვითარება ინტერნეტით შეგიძლიათ (ნაწილი I)

Monday, July 13, 2015

უნარები, რომელთა განვითარება ინტერნეტით შეგიძლიათ (ნაწილი I)


მოგეხსენებათ, ინტერნეტი მხოლოდ სოციალური ქსელებისთვის არ არის. მისი გამოყენებით, თუ ცოტა ინგლისურიც იცით, უამრავი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება.

1. გახდით ფოტოშოფის გურუ


ფოტოშოფში მუშაობა, ეს ის შეუფასებელი უნარია, რომელიც პოტენციური დამსაქმებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლაში დაგეხმარებათ ფართო სასწავლო კურსი საიტზე - Udemy.com

2. ისწავლეთ სწრაფად კითხვა



Speeder — უფასო ონლაინ პროგრამაა, რომელიც გასწავლით სწრაფად კითხვას ასაკის მიუხედავად. თანაც ისე, რომ ტექსტიც გაიაზროთ. საკმარისი მოთმინებისა და პრაქტიკის შემდეგ კითხვის სიჩქარე იზრდება ორ, სამ და ოთხჯერაც კი. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს დაზოგავთ!

3. ისწავლეთ ენები


Duolingo დაგეხმარებათ ესპანურის, ფრანგულის, პორტუგალიურის, იტალიურის, ინგლისურის და სხვა ენების შესწავლაში. ვებსაიტის გარდა, არსებობს მობილური აპლიკაციები, რომელიც სწავლის ფართო და მხიარულ პროგრამას უფრო მოსახერხებელს გახდის.

4. დაიწყეთ იოგა


არსებობს იოგის კურსები, თუმცა შეგიძლიათ სახლში ივარჯიშოთ. YogaGlo-ს აქვს 15 დღიანი საცდელი ვერსია, ხოლო Yome არის ვიდეოგაკვეთილების უფასო ნაკრები. თუ უკვე იცით იოგის ძირითადი პოზიციები, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ საცდელი ვერსია Yoga Tailor.

5. გახდით Excel-ის შეუდარებელი მეომარი


Chandoo — აქ არიან ექსელის კეთილი ფერიები, რომლებსაც უნდათ თავიანთი ცოდნის გაზიარება მსოფლიოსთვის. ელექტრონულ ცხრილებთან ურთიერთობის ხელოვნება გაზრდის თქვენს შანსს მოიპოვოთ კარგი საოფისე სამსახური. მასალის სწრაფი დამუშავება შეუცვლელი იქნება თქვენთვის მთელი კარიერის განმავლობაში. აბა, რაღას ელოდებით?

6. ისწავლეთ ბოსტნეულის დამჟავება


მაღაზიის დამჟავებული ბოსტნეული თუ უგემური გეჩვენებათ, მაშინ ისწავლეთ მათი მომზადება სახლში. დაამარინადეთ პროდუქტები, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა ვებსაიტ SkillShare-ს დახმარებით.

7. გახდით განუმეორებელი ორატორი


თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კურსი საჯარო გამოსვლის ხელოვნების შესავალი ვაშინგტონის უნივერსიტეტში ონლაინ. როგორც კი რამდენიმე ხრიკს გაითავისებთ, შეძლებთ ჩაატაროთ საქმიანი პრეზენტაციები ან გამოხვიდეთ აგრესიულად განწყობილი მასის წინაშე უშიშრად.

8. ისწავლეთ ხატვა


ყველა ბავშვი ხატავს. რატომ არის, რომ უფროსებს უჭირთ და ცდისაც კი ეშინიათ. ნებისმიერს შეუძლია თავი იგრძნოს კომფორტულად ფანქრით და ქაღალდით ხელში. ესკიზები შესანიშნავი საშუალებაა გამოხატოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი. DrawSpace  მშვენიერი ადგილია დასაწყებად.

9. ისწავლეთ კარგი ფოტოების გადაღება


Lifehacker.com ამისთვის მშვენიერი დასაწყისია. გაიგეთ, როგორ მუშაობს თქვენი კამერა, გაითავისეთ ფოტოგრაფიის საწყისები და ისწავლეთ გამოსახულების რედაქტირება. თუ ყველაფერი უკვე გაიარეთ და მეტი თავდაჯერებულობა გჭირდებათ, მაშინ ეს მოკლე კურსი დაგეხმარებათ თქვენი მშვენიერი ფოტოების კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.

10. გაერკვიეთ ფსიქოლოგიის საწყისებში


რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ არ იცის, რა არის ცნობიერება. მაგრამ თუ გაერკვევით მისი მუშაობის ძირითად პრინციპებში, რომელთა გამოვლენაც ადამიანებმა შეძლეს, ეს დაგეხმარებათ შეიცნოთ საკუთარი თავი. ხოლო შემდეგ გაერკვევით თქვენი რომანტიული და მეგობრული ურთიერთობების დინამიკაში. გაიგებთ თქვენი კოლეგების, თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს. www.academicearth.org გთავაზობთ ფსიქოლოგიის ძალიან კარგ კურსებს


წყარო: adme.ru

2 comments: