კომპიუტერული მაგიდა Ideum Pro Lab

Monday, November 30, 2015

კომპიუტერული მაგიდა Ideum Pro Lab


ალბათ არც დაფიქრებულხართ, რომ თქვენი მაგიდა უბრალოდ მაგიდაა და სხვა არაფერი.

დღეს გაგაცნობთ არც თუ ისე ჩვეულებრივ მოწყობილობას. საუბარია კომპიუტერულ მაგიდაზე Ideum Pro Lab. არ გეგონოთ, რომ უბრალოდ საოფისე ავეჯზე გესაუბრებით.


თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ რომ დახლის როლს უზარმაზარი 55 დიუმიანი სენსორული ეკრანი თამაშობს, რომლის რეზოლუცია 3840x2160 პიქსელია, რეაგირების დრო 5 მწ., Multitouch კი 100 ერთდროულ შეხებას აღიქვამს. ჩვეულებრივი უჯრების ნაცვლად მაგიდა მალავს უძლიერეს კომპიუტერულ ნაწილებს. 


უფრო კონკრეტულად, ამ მაგიდის შიგთავსს შეადგენს ძალიან ძლიერი კომპიუტერი, რომელიც აგებულია ოთხბირთვიანი პროცესორის Intel Core i7-4790-ის ბაზაზე ტაქტური სიხშირით 3.6-დან 4 GHz-მდე. ამ დაუჯერებელი PC-ის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 32 გბ-ს კონფიგურაციის მიხედვით. 


ეს მაგიდა-კომპიუტერი ასევე აღჭურვილია Blu-Ray დრაივით, Wi-Fi (n) უკაბელო კავშირით, Bluetooth 4.0-ით, Ethernet კონექტორით, Yamaha-ს ხმის სისტემითა და უწყვეტი კვების წყაროთი. 


მთლიანად ამ კონსტრუქციის ზომაა 1281x881x751 მმ. და იწონის დაახლოებით 100 კგ-ს. მისი ფასი 24.000 დოლარს შეადგენს. 

როგორ ფიქრობთ, დაამშვენებდა ასეთი მაგიდა თქვენს მისაღებ ოთახს? 


წყარო: qwrt.ru

No comments:

Post a Comment