Facebook მეგობრებისთვის და Facebook ნაცნობებისთვის

Monday, January 11, 2016

Facebook მეგობრებისთვის და Facebook ნაცნობებისთვის



ალბათ, თქვენთვისაც, ისევე როგორც Facebook მომხმარებლების უმეტესობისთვის, სოციალურ ქსელში კონფიდენციალურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. Facebook-ი კიდევ უფრო ეფექტურს ხდის კონფიდენციალურობის ფუნქციას და საშუალებას გაძლევთ შექმნათ სია და სურვილისამებრ გამიჯნოთ ერთმანეთისგან ნამდვილი მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები.

გადადით თქვენს "მეგობრებში"(Friends), აირჩიეთ სასურველი ადამიანი და დააჭირეთ მისი ფოტოსა და სახელის გვერდით წარწერას „მეგობრობთ“(Friends), ჩამონათვალიდან კი აირჩიეთ „ნაცნობები“(acquaintances).




როდესაც შექმნით სიას, თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ისინი თქვენი სიახლეების გარეშე. პოსტის გაზიარებისას აჭერთ ღილაკს „ვინ უნდა ნახოს ეს?“ (ეს მენიუ ყოველთვის აჩვენებს ან „საჯაროს“ (Public) ან "მეგობრებს“ (Friends) და ირჩევთ „მეგობრები ნაცნობების გარეშე“ (Friends except Acquaintances). 


თუ ამას ვერ ხედავთ, დააჭირეთ „დამატებითი პარამეტრები“ (More Options), აირჩიეთ „მორგებული“ (Custom), შემდეგ შეარჩიეთ სია, ვისთვისაც გინდათ ან არ გინდათ გააზიაროთ პოსტი და დააჭირეთ „ცვლილების შენახვა“ (Save Changes).


აპლიკაციაში ამის გაკეთება შეგიძლიათ „audience selector“-ის საშუალებით, სადაც ირჩევთ „Friends except Acquaintances“. 




წყარო: Yahoo.com



No comments:

Post a Comment