Amazon Key - ახალი სერვისი ამაზონისგან

Thursday, October 26, 2017

Amazon Key - ახალი სერვისი ამაზონისგან


Amazon Key - ახალი სერვისი ამაზონისგან

ამაზონმა ციფრული სახლისთვის ახალი სერვისი Amazon Key წარადგინა. სერვისი საშუალებას აძლევს კურიერებს, სხვადასხვა მომსახურე პერსონალს, შევიდნენ თქვენს სახლში გასაღებისა და თქვენი თანდასწრების გარეშე.
ამავე დროს, ის სრულ უსაფრთხოებას გვპირდება.

Amazon Key იყენებს ახალ კამერას Cloud Cam და Yale და Kwikset-ის ერთ-ერთ სმარტ ჩამკეტს.
სერვისის მთელი პროცესი ამგვარად მიმდინარეობს: თავიდან ამაზონი ამისამართებს კურიერს დანიშნულების ადგილას საჭირო დროს და იყენებს ავტორიზაციის გაშიფრვის მეთოდს. Amazon Cloud Cam იწერს მთელ პროცესს და გადასცემს საყურებლად სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. კარი კურიერისთვის იღება გასაღებისა და ნებისმიერი კოდის გარეშე. კურიერი ტოვებს ამანათს სახლში და მიდის.
ამ დროისათვის Amazon Key მუშაობს ამაზონის ონლაინ მაღაზიის მიწოდების სერვისისთვის. სერვისით სარგებლობის  მუდმივი წვდომა შეგიძლიათ უზრუნველყოთ ოჯახის წევრებისთვის, დროებითი წვდომა კი იშვიათი სტუმრებისთვის, მაგ.: დამლაგებლების ან შორეული ნათესავებისთვის. კარის ყოველი გაღებისა და დაკეტვისას მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას.



სერვისით სარგებლობა ამჟამად შესაძლებელია Amazon Prime-ის მომხმარებლებისთვის აშშ- 37 ქალაქში.

წყარო: Amazon  

1 comment: