15 ვებსაიტი, სადაც შეძლებთ ტვინის გავარჯიშებას

Tuesday, October 13, 2015

15 ვებსაიტი, სადაც შეძლებთ ტვინის გავარჯიშებას

თქვენ ალბათ იცით, რომ ადამიანის ტვინი ზარმაცია და აუცილებლად სჭირდება ყოველდღიური ვარჯიში. თუ დავტვირთავთ მას ერთფეროვანი და ნაცნობი ინფორმაციით, მალე დაკარგავს აზროვნების და სწრაფად ფიქრის უნარს. 

ამ 15 საიტზე ბევრი სავარჯიშოა ტვინისთვის. დავალებების, სავარჯიშოების და თამაშების მეშვეობით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ მეხსიერება და ლოგიკა. 



ამ საიტზე შეგიძლიათ გაარკვიოთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ტვინი, შეადგინოთ სავარჯიშოების ინდივიდუალური პროგრამა, ივარჯიშოთ და თვალი ადევნოთ საკუთარ პროგრესს. 
საიტზე ყველაფერი ლამაზად და მოსახერხებლადაა გაფორმებული. მთავარი მინუსი ისაა, რომ ამ რესურსის უფასო ვერსია საკმაოდ შეზღუდულია. 


ვიკიუმი საწყის ეტაპზე გთავაზობთ გაიაროთ ტესტირება და განსაზღვროთ თქვენი მეხსიერების, აზროვნების და ყურადღების ხარისხი. შედეგებზე დაყრნობით თქვენ მიიღებთ სავარჯიშოების პროგრამას. ამ საიტზეც არსებობს ფასიანი საფეხური, სადაც გთავაზობენ მეტ შესაძლებლობას.


ეს საიტი გესალმებათ ფრაზით: „არ არსებობენ ადამიანები ცუდი მეხსიერებით, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან მისი გამოყენება“. მარტივი დავალებების შესრულებით თქვენ ავითარებთ მეხსიერებას, იძენთ ციფრების, ტექსტების და სიტყვების დამახსოვრების უნარს, საიტზე ასევე ნახავთ პატარა სტატიებს სასარგებლო რჩევებით. 



ამ საიტზე შესაძლებელია მეხსიერების შემოწმება და ონლაინ სავარჯიშოების გავლა ყურადღების, კონცენტრაციის, რეაქციის და ტვინის სხვა ფუნქციების გასაუმჯობესებლად. არის საცდელი თეორიული ნაწილი, სადაც აღწერილია, თუ რა არის ტვინი და როგორ შევინარჩუნოთ ის კარგ ფორმაში. 


აქ თავმოყრილია ცნობილი ლოგიკური თამაშები, რომლთა ჩაშვებაც მარტივია ონლაინ რეჟიმში.


აქ მხოლოდ ერთ სავარჯიშოს ნახავთ, ესაა დავალება N-უკან. ეს არის სავარჯიშო, რომელიც აუმჯობესებს ოპერატიულ (სამუშაო) მეხსიერებას, აზროვნების სიჩქარეს და სრულყოფს მოძრავ ინტელექტს, 



ამ საიტზე განთავსებული თამაშები განკუთვნილია მეხსიერების, სისწრაფის, აზროვნების მოქნილობის, გამომთვლელი უნარების გასაუმჯობესებლად. სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, უნდა განსაზღვროთ რა უნარების გაუმჯობესება გსურთ პირველ რიგში. 


არის კიდევ ერთი საიტი ლოგიკური თამაშებით, თავსატეხებით, მეხსიერების და ყურადღების გასაუმჯობესებელი სავარჯიშოებითა და პაზლებით.


საიტზე არის საინტერესო ტესტი, რომლის გავლის შემდეგ დაადგენთ, რამდენი წლისაა თქვენი ტვინი.



ეს საიტი ადამიანის ტვინის შესაძლებლობებზე და ინტელექტის განვითარებაზეა. აქ მოთხრობილია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი ჩვენი თავი, როგორ მუშაობს ტვინი და იძლევიან რჩევებს, როგორ გააუმჯობესოთ მისი მუშაობა. 


ეს ონლაინ თამაშია თვლის სიჩქარეზე. არის რამდენიმე რეჟიმი: მოსამზადებელი, მარათონი და უშეცდომო. 


თუ ინგლისური იცით, შესაძლებელია ვეღარ მოსწყდეთ ამ საიტს. აქ ნახავთ ტესტებს მოტორულ უნარებზე, ვერბალურ ნაწილზე, მოკლევადიან მეხსიერებაზე, რეაქციის დროზე, ვიზუალურ აღქმაზე და ა.შ. 



განყოფილება „ცოდნის ფორმა“ საიტი გთავაზობთ სხვადასხვა სახალისო სავარჯიშოებსა და თავსატეხებს მეხსიერების, ყურადღების, წარმოსახვის, სისწრაფის და გონების მოქნილობის გასაუმჯობესებლად. 


ონლაინ თამაში მეხსიერების გასაუმჯობესებლად, დაკვირვებულობის გასავარჯიშებლად და მხედველობითი მეხსიერებისთვის. 


აქ თქვენ ნახავთ სხვადასხვა სავარჯიშოებს: დავალებებს კონცენტრაციაზე, არითმეტიკულ ოპერაციებზე, გამოტოვებულ რიცხვებზე და ა.შ. 



წყარო: adme.ru


No comments:

Post a Comment