უფასო წიგნები ინგლისურად (ნაწილი I): კლასიკური ნაწარმოებები

Thursday, October 15, 2015

უფასო წიგნები ინგლისურად (ნაწილი I): კლასიკური ნაწარმოებები


წინამდებარე ვებსაიტების ჩამონათვალი დაგეხმარებათ ჩამოტვირთოთ თქვენთვის სასურველი ელექტრონული წიგნი ინგლისურ ენაზე. 

წაიკითხეთ ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები აქ:

Classic Bookshelf - ეს საიტი ონლაინ გთავაზობთ კლასიკურ ნოველებს დიკენსიდან ბრონტემდე.

The Online Books Page - პენსილვანიის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ წიგნების საძიებო სისტემას და მონაცემთა ბაზას.

Project Gutenberg - ამ ცნობილ საიტს აქვს 27.000 უფასო წიგნი ონლაინ.

Page by Page Books - აქ იპოვით როგორც სერ ართურ კონან დოილის ნაწარმოებებს, ასევე ჯორჯ ბუშის გამოსვლებს და სხვ.

Classic Book Library - ამ საიტზე შეხვდებით წიგნებს ჟანრებიდან: ისტორიული ფანტასტიკა, ფანტასტიკა, ისტორია, მისტიკა, საბავშვო ლიტერატურა და სხვა. ყველა მათგანი კლასიკაა.

Classic Reader - აქ წაიკითხავთ შექსპირს, ფანტასტიკას და ა.შ.

Read Print - ჯორჯ ორუელიდან ალექსანდრე დიუმამდე, ჯორჯ ელიოტიდან ჩარლზ დარვინამდე — ეს ონლაინ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულია საუკეთესო კლასიკოსებით.

Planet eBook - ჩამოტვირთეთ უფასოდ კლასიკური ლიტერატურა დოსტოევსკიდან ჯოზეფ კონრადამდე.

The Spectator Project - ეს მონტკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია.

Bibliomania - ამ საიტს 2.000-ზე მეტი კლასიკური წინგი აქვს, ასევე სასწავლო გაიდები და ცნობარები.

Online Library of Literature - აქ იპოვით კლასიკური ლიტერატურის სრულ ტექსტებს.

Bartleby - ამ საიტზე ბევრად მეტს ნახავთ, ვიდრე კლასიკურ ლიტერატურას.

Fiction.us - აქ ნოველების უზარმაზარი არჩევანი დაგხვდებათ.

Free Classic Literature - იპოვეთ ინგლისელი ავტორები, როგორიცაა შექსპირი, სერ ართურ კონან დოილი, ასევე ისეთი ავტორებიც, როგორიცაა ჟიულ ვერნი, მარკ ტვენი და სხვ.



წყარო: iheartintelligence.com

No comments:

Post a Comment