რუსულენოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკები, სადაც წიგნები უფასო და ლეგალურია

Wednesday, October 7, 2015

რუსულენოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკები, სადაც წიგნები უფასო და ლეგალურია

ელექტრონული ბიბლიოთეკების ეს ჩამონათვალი დაგეხმარებათ უფასოდ და ლეგალურად იკითხოთ წიგნები ონლაინ:


 1. მაქსიმ მოშკოვის ბიბლიოთეკა
















ერთ-ერთი პირველი და პოპულარული რუსულენოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც გაიხსნა 1994 წელს. ავტორები და მკითხველები საკუთარი ნებით ავსებენ ბიბლიოთეკას. სერვისი არ იღებს ფულს, ყველაფრის კითხვა უფასოა. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ წიგნის გადმოწერა არ შეიძლება.

 2. ლიბრუსეკი
















პირატული ლიბრუსეკი ახლახან გახდა ლეგალური. აქ წიგნის გადმოსაწერად გადახდა დაგჭირდებათ, თუმცა არის ონლაინ კითხვის შესაძლებლობაც, რომელიც სრულიად უფასოა.

3. ალდებარანი











ალდებარანის ბიბლიოთეკა გთავაზობთ გადმოწეროთ წიგნი უფასოდ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატით (epub, fb2, rtf, mobi, pdf), მანამდე კი გთავაზობთ გაეცნოთ მონაკვეთს ნაწარმოებიდან.

4. ტოლსტოი მთლიანად ერთი დაწკაპუნებით













მოხალისეებმა 49 ქვეყნიდან შექმნეს ტოლსტოის მოთხრობების 90 ტომიანი ელექტრონული ვერსია. ყველა წიგნის ჩამოტვირთვა შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელ ფორმატში უფასოდ. საიტზე 700-ზე მეტი ნაწარმოების ხილვა შეგიძლიათ.

5. ფიოდორ დოსტოევსკი











დოსტოევსკის შემოქმედების დიდმა მოყვარულმა, ენთუზიასტმა სერგეი რუბლოვმა გადაწყვიტა ერთ საიტზე შეეკრიბა მთელი ინფორმაცია მწერალზე. აქ მხოლოდ წიგნებს არ შეხვდებით, ნახავთ ბოლო ინფორმაციას ეკრანიზაციებისა და ტელედადგმების შესახებ, კვლევებს, მუზეუმებისა და ფოტოარქივების ჩამონათვალს.

6. ბიბლიოთეკა TerraNova











TerraNova არა ბიბლიოთეკა, არამედ არქივია. საიტის მმართველი გუნდი ამბობს, რომ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ყველა ტექსტი განთავსებულია ოფიციალურად, ავტორის ნებართვით. ეს რესურსი მომხმარებელს არა მარტო საავტორო ტექსტებს, არამედ თარგმანსაც სთავაზობს (მთარგმნელის გვარებით). ცნობილი წიგნი არ არც ისე ბევრია, თუმცა ღირებულის პოვნა ნამდვილად შეიძლება.

7. ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა














ამ ბიბლიოთეკას ციფრულ ფორმატში გადაჰყავს იშვიათი წიგნები რუსული საჯარო ბიბლიოთეკებიდან და აგროვებს მათ თემატურ კოლექციებში. საინტერესოს აქ ბევრს შეხვდებით.

8. Libereya.com
















ამ უფასო ონლაინ ბიბლიოთეკით სარგებლობა მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგაა შესაძლებელი. მომხმარებლებს ბევრი მოვალეობები აქვთ - წიგნების პუბლიკაცია, ურთიერთობა, თუმცა, ამბობენ, რომ წიგნების კარგი არჩევანია.

9. არტეფაქტი














ამ ბიბლიოთეკაში 8 ათასზე მეტი ტექსტია. მისი პლიუსი იმაშია, რომ აქ რუსულის გარდა 32 სხვა ენაზე შეხვდებით წიგნებს. ყველა ფაილის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ფორმატით doc.

10. ელექტრონული ბიბლიოთეკა „ლიტმირი“
















ეს ელექტრონული ბიბლიოთეკა შეიცავს 200 000-ზე მეტ წიგნს. მათი კითხვა მოსახერხებელია ონლაინ, მაგრამ თუ წიგნის გადმოწერა გსურთ, საიტი მოგთხოვთ დააყენოთ სპეციალური პროგრამა, რომელიც ხშირად აფრთხობს მომხმარებლებს.

11. Litres.ru




















იმის მიუხედავად, რომ ეს რესურსი წიგნების მაღაზიაა, რაღაც-რაღაცების წაკითხვა, ძირითადად კლასიკისა და პერიოდიკის, შესაძლებელია უფასოდ.

12. Bookland.com












წიგნების ელექტრონული მაღაზია Bookland ასევე გთავაზობთ უფასო ნაწარმოებების კოლექციას 18 ენაზე.

13. ბიბლიოკლუბი








ელექტრონული ბიბლიოთეკა და ინტერნეტ მაღაზია გთავაზობთ საინტერესო პირობებს: 10 წიგნის შეძენის შემდეგ იმატებს თქვენი სტატუსი და შესაძლებლობა გაქვთ მაღაზიის ნახევარი კონტენტი უფასოდ მიიღოთ. კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც აინტერესებს ლიტერატურა ბიზნესსზე და თვითგანვითარებაზე.

14. რუსული ფანტასტიკა
















ამ საიტის წიგნის თარო მოიცავს 10 000 ტექსტს და 180 ავტორს.

15. ThankYou.ru













ეს მუსიკისა და ლიტერატურის უფასო პორტალია. წიგნების კარგი არჩევანი ელექტრონული ფორმატით fb2 და შესაძლებლობა დამწყები ავტორებისთვის გამოაქვეყნონ საკუთარი წიგნი უფასოდ.

16. რუდომინოს სახელობის საზღვარგარეთული ლიტერატურის ბიბლიოთეკა
















ამ ბიბლიოთეკამ ციფრულ ფორმატში გადაიყვანა ნაწილი საკუთარი ფონდისა. ძირითადად შეხვდებით იშვიათ წიგნებს.

17. წიგნის კარადა
















მყუდრო საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელმაც  უამრავი საბავშვო წიგნი გააციფრულა, 2009 წელს კი ჰაკერული შემოტევის შემდეგ დაკარგა უმეტესობა, თუმცა რაღაც ნაწილი მაინც შემორჩა.

18. ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტი













ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტი თავის წიგნის თაროზე გთავაზობთ პროფილურ წიგნებს PDF ფორმატში.

19. საჟურნალო დარბაზი



ეს რუსული თანამედროვე ლიტერატურული ჟურნალების ელექტრონული ბიბლიოთეკაა, რომლის ბაზაც საკმაოდ სწრაფად იზრდება.


წყარო: readrate.com

No comments:

Post a Comment